რომის პაპი - ჰომოსექსუალობა დღეს მოდაშია
რომის პაპი - ჰომოსექსუალობა დღეს მოდაშია

რომის პაპ ფრანცისკეს თქმით, საზოგადოებაში დღეს ჰომოსექსუალობა მოდაშია, რაც ეკლესიაზეც მოქმედებს.

კათოლიკური ეკლეიის წინამძღოლი ჰომოსექსუალ მღვდელმსახურებს ღვთისმსახურებაზე უარის თქმას ურჩევს.

ამის შესხებ პონტიფიკოსი რომში გამოცემულ ახალ წიგნში საუბრობს.

„საულიერო პირებს ასეთი მიდრეკილებები არ უნდა ჰქონდეთ“, – აცხადებს რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაური.

კათოლიკური ეკლესია ჰომოსექსუალობას ტრადიციულად ცოდვად აფასებს. ამასთან, პონტიფიკოსად ფრანცისკეს არჩევის შემდეგ ბევრს გაუჩნდა იმედი, რომ ამ მიდგომის ლიბერალიზება მოხდებოდა.

„ვინ ვარ მე, რომ ჰომოსექსუალები განვიკითხო?!“, – განაცხადა ფრანცისკემ 2013 წელს.