რუსეთის მიერ დონეცკის ოლქზე იერიშების შედეგად ოთხი პირი დაიღუპა

13:38, 18.11.2026

რუსეთის მიერ დონეცკის ოლქზე იერიშების შედეგად ოთხი პირი, დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.

სლავიანსკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვადიმ ლიახის თქმით, დაოჯახებული წყვილი რუსული FPV ტიპის დრონით განხორციელებული იერიშის შედეგად გარდაიცვალა.

„წყვილი მოპედს ატარებდა, რათა ენახათ, რა მოუვიდა მათ სახლს თავდასხმის შემდეგ,“ – განაცხადა ვადიმ ლიახმა.

ხარკოვის ოლქში მდებარე ბაზარზე რუსების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად 12 პირი დაშავდა, ერთ-ერთი 11 წლის მოზარდია. ინფორმაციას ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ავრცელებს.

ოფიციალური პირის თქმით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან ოთხი, 51-იდან 67-წლამდე ქალბატონია, ხოლო ხუთი, 48-იდან 73 წლამდე მამაკაცი. როგორც ცნობილია, მომხდარის ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ.

მსგავსი