რომის პაპი ფრანცისკე ვატიკანში უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს შეხვდა
რომის პაპი ფრანცისკე ვატიკანში უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს შეხვდა.
როგორც დენის შმიგალმა პონტიფიკოსთან აუდიენციის შემდეგ განაცხადა, რომის პაპთან განიხილა უკრაინის მშვიდობის ფორმულა, ასევე, აღნიშნული ფორმულის ყველა პუნქტის შესრულებაში პაპ ფრანცისკეს დახმარება.
მედიის ცნობით, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა რომის პაპს რუსეთში უკანონოდ დეპორტირებული ბავშვების დაბრუნებაში დახმარება სთხოვა და პაპი ფრანცისკე უკრაინაში მიიწვია.