რომის პაპი ფრანცისკე - დაუშვებელია, თვალი დავხუჭოთ რასიზმზე და თან ვამტკიცოთ, რომ ადამიანის სიცოცხლის უფლებას ვიცავთ
რომის პაპმა, ფრანცისკემ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას ტრაგიკული უწოდა. პაპმა ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების ფაქტზე ყოველკვირეული ლოცვისას ისაუბრა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
„ძვირფასო დებო და ძმებო, დიდი შეშფოთებით ვადევნებ თვალყურს არეულობას ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ ხდება. ჩემო მეგობრები, დაუშვებელია, თვალი დავხუჭოთ რასიზმსა და გარიყულობის ნებისმიერ ფორმაზე, ამ ფაქტების მიმართ ტოლერანტულები ვიყოთ და თან ვამტკიცოთ, რომ ადამიანის სიცოცხლის უფლებას ვიცავთ“, – განაცხადა რომის პაპმა.
ფრანცისკემ ასევე აღნიშნა, რომ ძალადობა თვითგანადგურება და თვითდამარცხებაა, ძალადობა არაფერს მატებს ადამიანს, სანაცვლოდ კი ძალიან ბევრს აკარგვინებს. პაპმა ასევე თქვა, რომ ლოცულობს ჯორჯ ფლოიდისა და ყველა იმ ადამიანისთვის, რომელთა სიცოცხლეც რასიზმის ცოდვას შეეწირა.