რომის პაპმა ჟურნალისტებს მოუწოდა, უარი თქვან ყალბი ამბების გავრცელებაზე და გააშუქონ ყველაზე დაჩაგრული ადამიანების პრობლემები, რომელთა ისტორიებიც საინფორმაციო გამოშვებებში ხშირად ვერ ხვდება. ამის შესახებ განცხადება პონტიფიკოსმა უცხოური პრესის ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე გააკეთა.
რომის პაპმა, ფრანცისკემ პატივი მიაგო იმ რეპორტიორებს, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპნენ.
„პრესის თავისუფლება ქვეყნის სიჯანსაღის მთავარი ინდიკატორია. მოდით ნუ დავივიწყებთ, რომ პირველი რასაც დიქტატორული რეჟიმები აკეთებენ, არის თავისუფალი პრესის განადგურება ან მისი შეზღუდვა. ჩვენ გვჭირდება ჟურნალისტები, რომლებიც მსხვერპლის მხარეს დადგებიან“, – განაცხდა რომის პაპმა.