რომის პაპი აცხადებს, რომ მზადაა, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შეხვდეს
რომის პაპი აცხადებს, რომ მზადაა, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შეხვდეს

რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ მზადაა, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინს შეხვდეს. ინფორმაციას იტალიური მედიასაშუალება „კორიერე დელა სერა“ ავრცელებს.

ფრანცისკემ ასევე განმარტა, რატომ არ ჩავიდა კიევში. მისი თქმით, იმ პერიოდში ამის შესაძლებლობა არ იყო, თუმცა ის ომის დაწყებიდან მეორე დღესვე მივიდა რუსეთის საელჩოში.

„მე მსურდა მოსკოვში ჩასვლა პუტინთან სასაუბროდ, და, მე მგონი, გაჩნდა პატარა ფანჯარა, მაგრამ მინისტრმა ლავროვმა მითხრა, – მოგვიანებით ვნახოთ. ეს ჟესტი არ იყო ჩაფიქრებული და იმის გამეორება, რაც არ იყო ჩანაფიქრში, შეუძლებელია“, – აცხადებს რომის პაპი.

მისივე თქმით, ომი პუტინის ხელშია და მისი დასრულება სამხედრო ძალების გაყვანით, ცეცხლის შეწყვეტით არის შესაძლებელი, შემდეგ კი უნდა გაიმართოს მოლაპარაკება გრძელვადიან შეთანხმებაზე.