რომის პაპი - ვიმეორებ ჩემს მოწოდებას ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის შესახებ, დაე, დასრულდეს ისრაელელებისა და პალესტინელებისთვის ეს დიდი ტანჯვა
რომის პაპი ფრანცისკე ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა.
კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის თქმით, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ისრაელელი მძევლები და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება უნდა შევიდეს.
„ვიმეორებ ჩემს მოწოდებას დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. დაე, დასრულდეს ეს დიდი ტანჯვა ისრაელელებისა და პალესტინელებისთვის“, – განაცხადა რომის პაპმა.