რომელი ფრაქციებიდან, რამდენმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს - კენჭისყრის შედეგები
რომელი ფრაქციებიდან, რამდენმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს - კენჭისყრის შედეგები

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. საკითხზე თავისუფალი კენჭისყრა ჩატარდა.

საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ პროექტს კი, 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი წინააღმდეგი იყო.

კენჭისყრის შედეგები ასეთია:

ფრაქცია „ევროპული საქართველო-რეგიონების“ წარმომადგენლებიდან კონსტიტუციურ პროექტს მხარი დაუჭირა ექვმა დეპუტატმა; „ევროპული საქართველოს“ ფრაქციიდან მხარი დაუჭირა კიდევ ექვსმა დეპუტატმა; „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – შვიდი ხმა.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა შვიდმა დეპუტატმა, „პატრიოტთა ალიანსი-სოციალ-დემოკრატებიდან“ კი ცვლილებებმა მიიღო შვიდი ხმა.

რაც შეეხებათ დამოუკიდებელ დეპუტატებს, მათგან კანონპროექტმა 11 ხმა მიიღო.

რაც შეეება საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციებს, შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ – ორი ხმა; „ქართული ოცნება“ – 43 ხმა;  „ქართული ოცნება-კონსერვატორები“ – ხუთი ხმა; „ქართული ოცნება- მწვანეები“ – ორი ხმა; „ქართული ოცნება- მრეწველები“ – სამი ხმა; „ქართული ოცნება- რეგიონების განვითარებისთვის“- 0 ხმა; „ქართული ოცნება-ძლიერი ეკონომიკა“-ორი ხმა.