რომან კაკულია - ვისაც აქვს პოლიტიკური დღის წესრიგი, რომ საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკება არ უნდა შედგეს, მათთვის არც ერთ მოცემულობას აზრი არ ექნება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რომან კაკულიას განცხადებით, ეთანხმება პოზიციას, რომ პარტიას, რომელიც არჩევნებში 40 პროცენტზე ნაკლებს აიღებს, მთავრობის ერთპარტიულად ჩამოყალიბების საშუალება არ უნდა ჰქონდეს.
კაკულიას თქმით, ამ მიდგომის მიმართ კონსენსუსი არსებობს. თუმცა, რომან კაკულიას აზრით, ვისაც აქვს პოლიტიკური დღის წესრიგი, რომ მოლაპარაკება არ უნდა შედგეს, მათთვის არც ერთ მოცემულობას აზრი არ ექნება.
კაკულიას შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პარტნიორების წინაშე დაიდოს ისეთი შეთავაზება, რომელზე არ დათანხმებაც ლოგიკასთან კავშირში არ იქნება.
„ამ პოზიციას მეც ვეთანხმები და მემგონი, ამ მიდგომის მიმართ საერთო კონსენსუსი არის, რაც ძალიან კარგია, რომ შევთანხმდით რაღაც საფუძველზეც. დანარჩენი ინტერპრეტაციის ნაწილია და გამოვლინება იმისა, თუ ვის აქვს რეალურად სურვილი, მოლაპარაკებების გზით რაღაც კონსესუსამდე მივიდეს. ვისაც პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს, რომ მოლაპარაკება არ უნდა შედგეს, მათთვის არავითარი აზრი არ ექნება არც ერთ მოცემულობას, მაგრამ მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო პარტნიორების წინაშეც დადებული იქნას ისეთი შეთავაზება, რომლის მიმართ დაუთანხმებლობა არ იქნება ლოგიკასთან დაკავშირებული“,- განაცხადა რომან კაკულიამ.