რომან კაკულია - გიგი უგულავას საქმეზე ევროპარლამენტის ფაქტების შემსწავლელი მისიის შექმნა მნიშვნელოვანია, რადგან არის მცდელობა, ქვეყნის იმიჯი დაზიანდეს
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მიიჩნევს, რომ გიგი უგულავას საქმეზე ევროპარლამენტის ფაქტების შემსწავლელი მისიის შექმნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.
ჟურნალისტებთან საუბარში რომან კაკულია „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის, დონალდ ტუსკის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ტუსკმა აღნიშნა, რომ შეშფოთებულია უგულავას გასამართლებითა და ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნით.
„ჩვენმა გუნდმა გიგი უგულავას საქმეზე ევროპარლამენტის ფაქტების შემსწავლელი მისიის შექმნის საკითხი დააყენა. ახლა ამ პროცესის დიდი ღიაობაა საჭირო, რათა ის ეჭვები, რომლებიც არსებობს, მოიხსნას და ამ ეჭვების საფუძველი აღარ დარჩეს, რადგან არის მცდელობა, რომ ქვეყნის იმიჯი დაზიანდეს. გარკვეული ზიანი სახეზეა და ამას გამოსწორება სჭირდება. გამოსასწორებელი, გაუმჭვირვალობის გარდა, არაფერია. ფაქტების შემსწავლელი მისიის ჩამოსვლა მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა რომან კაკულიამ.