რომან კაკულია - არ უნდა იყოს მიღებული ისეთი ორიგინალური გადაწყვეტილებები, რითაც საჯარო მოხელეები და საზოგადოება გაოცდებიან 
რომან კაკულია - არ უნდა იყოს მიღებული ისეთი ორიგინალური გადაწყვეტილებები, რითაც საჯარო მოხელეები და საზოგადოება გაოცდებიან 

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, ისეთი ორიგინალური გადაწყვეტილებები არ უნდა იყოს მიღებული, რითაც საჯარო მოხელეები და საზოგადოება გაოცდებიან.

რომან კაკულია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შესაბამისობა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონთან უნდა იყოს.

„ცვლილებები დეტალებში შევისწავლით. მხარს არ დავუჭერ არანაირ ცვლილებას, რომელიც არსებულ მოცემულობას რადიკალურად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. ვნახოთ, ეს კონკრეტული ცვლილება როგორი იქნება. აქედან გამომდინარე, წინასწარ კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა საჯარო მოხელეთა დაცულობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ძალიან ბევრჯერ ვნახეთ, ინსტიტუციური მეხსიერების არქონის გამო, რა პრობლემის წინაშე დგება სახელმწიფო, როდესაც ყოველი ახალი პოლიტიკური პირი თავიდან იწყებს სამსახურში თავისთვის მისაღები პირების მოყვანას”, – განაცხადა კაკულიამ.