რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა - თქვენ სამარცხვინო საქციელი ჩაიდინეთ, ფეხზე არ წამოუდექით საქართველოს პრეზიდენტს
რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა - თქვენ სამარცხვინო საქციელი ჩაიდინეთ, ფეხზე არ წამოუდექით საქართველოს პრეზიდენტს

სხდომათა დარბაზში ქვეყნის პრეზიდენტი შემოვიდა და თქვენ სამარცხვინო საქციელი ჩაიდინეთ, ფეხზე არ წამოუდექით მას, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრების მისამართით განაცხადა.

„თქვენ აღვივებთ ქვეყანაში კონფრონტაციას, რისი დადასტურებაც არის თქვენი დღევანდელი საქციელი. თქვენ პატივს არ სცემთ კონსტიტუციას, გერბს და დროშას, პრეზიდენტს, რომელიც არის ქვეყნის სიმბოლო“, – აღნიშნა გოცირიძემ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.