რომან გოცირიძე - ვანო მერაბიშვილი არც საპარლამენტო სიაში იქნება და არც მაჟორიტარად იყრის კენჭს, ამის შესახებ თავადაც განაცხადა
ნიკა მელიამ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია მომავალი პარლამენტის სურათთან დაკავშირებით, მაგრამ ვიცით, რომ ვანო მერაბიშვილი არც საპარლამენტო სიაში იქნება და არც მაჟორიტარად იყრის კენჭს, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებას, რომ საკუთარ თავს იმ გუნდში ვერ ხედავს, სადაც ვანო მერაბიშვილი იქნება.
ამასთან, როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, დასახელებულ საკითხთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილმა საჯაროდ უკვე ისაუბრა და თემა აქტუალური აღარ არის.
„ვიცით, ვანო მერაბიშვილი არ არის საპარლამენტო სიაში და არც კენჭს იყრის მაჟორიტარად. ეს მან განაცხადა და ასევე სოციალურ ქსელშიც განათავსა პოსტი. ამიტომ, ეს საკითხი დღეისთვის აქტუალური არ არის. არ ვიცი, ალბათ, ნიკა მელიამ იგულისხმა საპარლამენტო სია ან პარლამენტში მაჟორიტარად კენჭისყრა. მან გამოთქვა საკუთარი პოზიცია მომავალი პარლამენტის სურათთან დაკავშირებით, მაგრამ ვიმეორებ, როგორც თავად ვანო მერავიშვილმა განაცხადა და ასევე რა ინფორმაციაც ჩვენ, პარტიის წარმომადგენლებს გვაქვს, ვიცით, რომ ის არ იქნება არც საპარლამენტო სიაში და არც მაჟორიტარად იყრის კენჭს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ