რომან გოცირიძე - უმრავლესობა არც კაჭრეთის სემინარზე იკადრებს ოპოზიციასთან ერთად მუშაობას, იმდენი ჭკუაც არ ჰყოფნით, რომ მარტო არ დაგვტოვონ
რომან გოცირიძე - უმრავლესობა არც კაჭრეთის სემინარზე იკადრებს ოპოზიციასთან ერთად მუშაობას, იმდენი ჭკუაც არ ჰყოფნით, რომ მარტო არ დაგვტოვონ

როგორი სიტყვებით უნდა შევაფასო ის „უნიკალური“ გამოძიება, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სახელისუფლო მედიამ მოაწყვეს, თურმე რევოლუციას გეგმავდნენ წინანდალში, სემინარზე, სადაც ასევე „ქართული ოცნების“, უმრავლესობის წარმომადგენლები იყვნენ მოწვეული და მათგან იქ არცერთი გამოცხადდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

რომან გოცირიძემ „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების წინანდალში შეკრებასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.

„სწორად გამოძიებაც ვერ მოაწყვეს – დაინახეს ერთი ფოტო, სადაც მაგიდის ირგვლივ არიან დეპუტატები, მაგრამ ვინ იჯდა მაგიდის ქვეშ, ეს არის მთავარი. რევოლუციის მთავარი დამგეგმავი მაგიდის ქვეშ იჯდა და ხელისუფლებასა და მის მედიას ეს გამორჩა. რევოლუციას პერმანენტული ხასიათი აქვს. ტროცკის გამონათქვამია, პერმანენტული რევოლუცია – რევოლუცია მუდმივი და განგრძობადი უნდა იყოს. ხვალ კაჭრეთში, რევოლუციის მოსახდენ სემინარზე მივდივართ, სადაც ძირითადი საკითხი პარლამენტის რეგლამენტის სრულყოფაა, მაგრამ ეს არის შენიღბვის ფორმა, სინამდვილეში საუბარი იქნება არა პარლამენტის რეგლამენტზე, არამედ როგორ დავამხოთ რუსული ხელისუფლება. 18-19 ივლისის სემინარზე მიწვეული არიან დეპუტატები. რა თქმა უნდა, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მოვლენ, თუმცა უმრავლესობა არც ახლა იკადრებს ოპოზიციასთან ერთად მუშაობას, რაც მით უარესი მათთვის, რეგლამენტის ნაცვლად, რევოლუციაზე ვისაუბრებთ. იმდენი ჭკუაც არ ჰყოფნით, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მარტო არ დაგვტოვონ. ერთადერთი კეთროვანი პოლიტიკური ორგანიზაცია „ქართული ოცნებაა“, ვისაც მართლა არავინ უნდა გაეკაროს და სემინარზეც მასთან არავინ დაჯდეს. ნაყარნუყარი პრორუსული დაჯგუფებების გარდა, დღეს „ქართულ ოცნებას“ მოკავშირე არ ჰყავს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.