რომან გოცირიძე შალვა თადუმაძის ლექტორებს მთაწმინდაზე, რესტორანში ეპატიჟება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის ლექტორებს მთაწმინდაზე რესტორანში ეპატიჟება.
ამის შესახებ რომან გოცირიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთ კანდიდატს უსმენენ.
„მიკროფონი არ ჩამირთო, ანრიმ დაიცვა თადუმაძე, მისაყვედურა, რომ პატივს არ ვცემ ქართულ სუფრას და უდიერად მოვიხსენიე სახინკლე. ვერ ვიპოვე ვერც ერთი კურსელი თადუმაძის, ვერც ერთი, ამიტომ მინდა ვამხილო, რომ ყალბი დიპლომის მქონე გავა კენჭისყრაზე და მიიღებს ხმებს ამათი დახმარებით. არც ერთი ადამიანი არ გამომეხმაურა სახინკლეზე, ამიტომ მეორე განცხადებას ვაკეთებ. ერთი ლექტორი მაინც თუ გამოჩნდება, რომელიც ბატონ თადუმაძეს ასწავლიდა, სახინკლეში კი არა, ყველაზე მაღალ რესტორანში, მთაწმინდაზე ვეპატიჟები, ლექტორებისადმი არის ახლა მიმართვა. კურსელები ვერ მოვძებნეთ, ლექტორები გამოგვეხმაურეთ. იქნება უმაღლესი სუფრა მთაწმინდაზე“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, შალვა თადუმაძე მოქმედი გენერალური პროკურორი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია.