რომან გოცირიძე - სასამართლო სისტემა ახალი ხელისუფლების მიერ უნდა დაინგრეს
მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეების საკითხი საერთაშორისო შეთანხმების ნაწილი იყო, მმართველი გუნდი ამას არაფრად აგდებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „სასამართლო სისტემა უნდა დაინგრეს ახალი ხელისუფლების მიერ“.
„შეუძლებელია, ივანიშვილს პროცესის შეჩერება უნდოდეს და მართული იუსტიციის საბჭო ამის წინააღმდეგ წავიდეს, პირიქით, ეს მიცემული სიგნალია, მოსწრებაზე არიან, რათა კიდევ უფრო გაამაგრონ კლანით სასამართლო სისტემა. ამას არაფერი არ ეშველება გარდა იმისა, რომ სასამართლო სისტემა უნდა დაინგრეს ახალი ხელისუფლების მიერ“, – განაცხადა გოცირიძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე უზენაეს სასამართლოში დასანიშნ ცხრაკაციან სიას უყარეს კენჭი.