რომან გოცირიძე - რთულია პროგნოზის გაკეთება, მიიღებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას, თუმცა მისი შეცვლილი ტონი და განცხადებების შინაარსი არაფერს გამორიცხავს
ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, რთულია პროგნოზის გაკეთება, შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს, თუმცა ზურაბიშვილის შეცვლილი ტონი და განცხადებების შინაარსი არაფერს გამორიცხავს.
„მისი განცხადებების ტონისა და შინაარსის ცვალებადობა გვაფიქრებინებს, რომ არაფერია გამორიცხული. არჩევნების შემდეგაც არის ქვეყნის პრეზიდენტი, რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს არჩევნები, მომავალი ხელისუფლების ფორმირებამდე, დეკემბრის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტია. ამიტომ როდის მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, მიიღებს თუ არა, ამაზე პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია, მაგრამ მისი შეცვლილი ტონი და შინაარსი არაფერს გამორიცხავს“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.