ქუჩაში გამოსვლის დროა, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ წევრმა, რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
გოცირიძე გამოეხმაურა უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივას.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს.