რომან გოცირიძე - „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ყურმოჭრილი ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები ჰყავდეს, ყველაფერს აკეთებენ, რომ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ
ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ ყურმოჭრილი ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები ჰყავდეს.
რომან გოცირიძე ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.
„არავითარი აზრი არ აქვს უსაგნო დებატებში შესვლას, არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა და პრეზიდენტს კანდიდატის დასახელების უფლება არ აქვს. არავინ არაფერს ეკითხება ოპოზიციას. კანონპროექტი სამი მოსმენით განიხილება, პირველი ზოგადია, მეორე მოსმენაა დეტალური და რამდენჯერაც არ უნდა განვიხილოთ, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ ყურმოჭრილი ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები ჰყავდეს. ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ. ჩვენ აქ ვართ, არსად გავრბივართ და მასზე მსჯელობას გავაგრძელებთ“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.