რომან გოცირიძე - პუტინს შავი დღე ელოდება, ადრე თუ გვიან ისტორიაში შევა, როგორც ჰიტლერის კარიკატურა
პუტინს შავი დღე ელოდება და ადრე თუ გვიან ის ისტორიაში შევა, როგორც ჰიტლერის კარიკატურა, პატარა ჰიტლერია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, რუსეთის მტერი პუტინის ყველაზე ახლო წრე გახდება, ისინი იქნებიან ოლიგარქები, რომელთაგან ზოგმა ძარცვით და ზოგმა შრომით დააგროვა ქონება.
„ზოგიერთი „ფორბსის“ სიაშიც კი მოხვდა, ახლა ისინი პუტინმა გააკოტრა და რუსულ წუმპეში ჩაკეტა და ეს მილიარდელები ლონდონსა და ნიუ-იორკში ფრენის ნაცვლად იფრენენ პენზაში. ისინი ამ მდგომარეობაში პუტინმა ჩააგდო. რაღაც ეტაპზე საზოგადოებაც გამოფხიზლდება. სამხედროები ყოველდღე კატასტროფულ მარცხს განიცდიან, 12 ათასი მკვდარი ჰყავთ ორ კვირაში. ვხედავთ, მათი ტექნიკა როგორ გადაიქცა ჯართად. პუტინს შავი დღე ელოდება და ადრე თუ გვიან ის ისტორიაში შევა, როგორც ჰიტლერის კარიკატურა, პატარა ჰიტლერია.