რომან გოცირიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პრობლემა, შეცდომების მთავარი მიზეზი ყოველთვის იყო ის, რომ გადაწყვეტილებები არასდროს მიიღებოდა პარტიაში
რომან გოცირიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პრობლემა, შეცდომების მთავარი მიზეზი ყოველთვის იყო ის, რომ გადაწყვეტილებები არასდროს მიიღებოდა პარტიაში

„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პრობლემა და შეცდომების მთავარი მიზეზი ყოველთვის იყო ის, რომ გადაწყვეტილებები არასდროს მიიღებოდა პარტიაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

მისივე თქმით, ეს პარტიის მიმართ მისი პირველი საჯარო კრიტიკული შენიშვნაა.

„ეს მოდელი არც დღეს შეცვლილა. ამ მოდელმა რაღაც დრომდე ასე თუ ისე თუ იმუშავა, დღეს შეიძლება, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დამანგრეველი გახდეს. რაც წამოვედი, ეს ჩემი პირველი საჯარო კრიტიკული შენიშვნაა ამ პარტიის მიმართ“, – წერს რომან გოცირიძე.