რომან გოცირიძე - მოვლენების ეს განვითარება მოსალოდნელი იყო, ეს იცოდა სააკაშვილმა
რომან გოცირიძე - მოვლენების ეს განვითარება მოსალოდნელი იყო, ეს იცოდა სააკაშვილმა

„მოვლენების ეს განვითარება მოსალოდნელი იყო, ეს იცოდა მიხეილ სააკაშვილმა, ეს ვიცოდით ჩვენ“ – ამის შესახებ პირველ არხს „ერთიან ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა რომან გოცირიძემ განუცხადა.

მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დაკავების გადაწყვეტილებით, უკრაინაში ხელისუფლების ცვლილება დაჩქარდა.

„უკრაინის კორუმპირებული ხელისუფლება შეიცვლება და ამაში ლომის წილი შეიტანა მიხეილ სააკაშვილმა. რაც შეეხება უკრაინის მოვლენების კავშირს საქართველოსთან, ნებისმიერი პროცესი, რაც უკრაინაში ხდება მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით, ის აუცილებლად ექოსავით აისახება საქართველოში. ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი, ის თავისი ნებით არ წასულა უკრაინაში“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილისადმი განხორციელებულ რეპრესიებზე ასევე საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება.