რომან გოცირიძე - მოხსენით ეს საშინელი ჯვარი, უკანონო რელიგიურად და სამართლებრივად
მოხსენით ეს საშინელი ჯვარი, უკანონო რელიგიურად და სამართლებრივად – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ის იბრძოდა მღვდლებისა და სხვადასხვა მწვანე მოძრაობების წინააღმდეგ, რომ ნამახვანი არ გაჩერებულიყო.
„მავნებლებმა და მოღალატეებმა გააჩერეს „ნამახვანის ჰესი“, დადიოდნენ ქუჩაში და ბევრი ისეთი ხალხი ეხმარებოდა მათ. თქვენ საქმეს ვაკეთებდი მე ამ შემთხვევაში, ქვეყნის საქმეს, მე ვიბრძოდი ამ მღვდლებისა და ამ სხვადასხვა მწვანე მოძრაობების წინააღმდეგ, რომ ნამახვანი არ გაჩერებულიყო. თქვენ ხმა ამოიღეთ ვინმემ? არ იყო პოპულარული, იმიტომ, რომ ქუჩაში გამოდიოდნენ ბნელები და მერე აქ ჯვარი აღგიმართეს, „ალტინფოს“ ჯვარს ვეძახი, მოხსენით ეს საშინელი ჯვარი, უკანონო რელიგიურად და სამართლებრივად. პარლამენტის წინ ჯვარი დგას და კახა კალაძე კიდე გატრუნულია, მერიამ ნება დართო? და ამ ჯვრის წინ რომ მოკლეს ოპერატორი. ეს არის ნამახვანის ხალხი, აქ რომ იდგა და თქვენ სამი მილიარდის ინვესტიციას გააკეთებთ ნამახვანში?“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.