რომან გოცირიძე - მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში გაემგზავროს, უმრავლესობამ შეიგნო, რომ არასოლიდარულად იქცეოდა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში გამგზავრება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
როგორც გოცირიძემ განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობამ შეიგნო, რომ ცუდად, არასოლიდარულად იქცეოდა და მხარში არ ედგა უკრაინას.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში გაემგზავროს. ბოლოსდაბოლოს, საპარლამენტო უმრავლესობამ შეიგნო, რომ ცუდად, არასოლიდარულად იქცეოდა და მხარში არ ედგა უკრაინას. იძულებული გახდნენ, უკრაინაში ჩასულიყვნენ. სხვათა შორის, ამაშია საზოგადოებისა და ოპოზიციის როლი, რომ მსგავს ვითარებაში სწორ გზაზე დავაყენოთ ქვეყანა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.