რომან გოცირიძე - მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გავლენა მოახდინონ ხელისუფლებაზე
ჩვენ დიპლომატიურ კორპუსს ვხვდებით, რათა მათ გადასცენ საკუთარ მთავრობებს, რომ საქართველოში მიდის რეპრესიები, რომ დაიწყო პოლიტიკური დევნა, მრავალი ადამიანია უსამართლოდ დაპატიმრებული, იმუნიტეტი მოეხსნა ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირძემ განაცხადა.
როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, ხელისუფლება დაჰყვა რუსეთის ნებას და თუ თავდაპირველად შექმნილ მოვლენებს ორგანიზებულ არეულობად აფასებდა, დღეს იმეორებს რუსეთის ხელისუფლების შეფასებას, რომ საქართველოში მზადდებოდა სახელმწიფო გადატრიალება.
„ხელისუფლება ქმნის კრიზისს, ვერ აფასებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას, ამიტომ მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ გავლენა მოახდინონ ხელისუფლებაზე, ვინაიდან მათი ყოველი მსგავსი ნაბიჯი იწყებს კრიზისის გამწვავებას”,- განაცხადა გოცირიძემ.