რომან გოცირიძე - მიხეილ სააკაშვილზე კიევში დიდი მოთხოვნაა და ალბათ მიწოდებაც არ დააგვიანებს
რომან გოცირიძე - მიხეილ სააკაშვილზე კიევში დიდი მოთხოვნაა და ალბათ მიწოდებაც არ დააგვიანებს

ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილზე ძალიან დიდი მოთხოვნაა, რადგან პოლიტიკოსზე მოთხოვნაა, ამ შემთხვევაშიც ალბათ მიწოდებაც არ დააგვიანებს, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, უკრაინაში სააკაშვილის ყოფნა სერიოზული პოლიტიკური ფაქტორია.

„ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილი ერთმნიშვნელოვნად დადებითად მოიხსენია. განაცხადა, რომ მის პარტიასთან ჯერ თანამშრომლობა არ აქვს. ჯერ ნიშნავს, რომ ხვალ არაფერია გამორიცხული. მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინაშია, უკრაინის მოქალაქეა და ამავე დროს ძალიან გავლენიანი პოლიტიკოსისგან, კიევის მერისგან, კლიჩკოსგან შეთავაზება იყო, რომ სააკაშვილი სათავეში მის პარტიას ჩაუდგეს, რაც ყველასთვის ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო. მიხეილ სააკაშვილს ეს შესთავაზეს, რადგან პოროშენკოს დროს სააკაშვილის პარტიას დარეგისტრირებაში ხელს უშლიდნენ და არჩევნები უკვე კარს მომდგარია. რა გადაწყვეტილებას მიიღებს მიხეილ სააკაშვილი, ამას სულ მალე გავიგებთ. ფაქტია, რომ მასზე ძალიან დიდი მოთხოვნაა, რადგან პოლიტიკოსზე მოთხოვნაა, ამ შემთხვევაშიც ალბათ მიწოდებაც არ დააგვიანებს. სააკაშვილს საქართველოსთან დისტანცია არ ექნება და უკრაინაში პოლიტიკური აქტიურობა ხელს არ შეუშლის. ეს მისი სურვილით და მიზეზით არ მომხდარა. სააკაშვილის სურვილია, იყოს საქართველოში და „ნაციონალურ მოძრაობას“ სათავეში ლეგალურად ჩაუდგეს. გავიმარჯვოთ არჩევნებში და ის წარმატებები განვავითაროთ, რაც მანამდე გვქონია“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.