რომან გოცირიძე - ხუთი ათასი კაცი გვყავს ზუგდიდში მობილიზებული და ნახავთ, რომ ჭაჭანებაც არ იქნება პროვოკატორების
ხუთი ათასი კაცი გვყავს ზუგდიდში მობილიზებული და ნახავთ, რომ ჭაჭანებაც არ იქნება პროვოკატორების, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობა და პარლამენტი მობილიზებულია, რომ ზუგდიდში არჩევნები გააყალბოს.
„ახლახან ჩამოვედი ზუგდიდიდან. ჩემი თვალით ვნახე ყველაფერი; მობილიზებულია მთელი მთავრობა, პარლამენტარებიდან დაწყებული, აღმასრულებელი ხელისუფლებით დამთავრებული. პირდაპირ უხეშად ერევიან საარჩევნო პროცესში, თანამშომლობენ და მეგობრობენ კრიმინალებთან. იმ ფარულ ჩანაწერში, რომელიც ვნახეთ, პირდაპირ არის მოთხოვნა, რომ ნებისმიერი გზით მოხდეს გაყალბება, დაშინება. არიგებენ ფულს არიგებენ სურსათს, აშინებენ მეგობრებით, ნათესავებით. თუკი რაიმე მეთოდი არსებობს ზეწოლისა, ყველა ეს მეთოდი არის გამოყენებული. ხუთი ათასი კაცი გვყავს ზუგდიდში მობილიზებული და ნახავთ, რომ ჭაჭანებაც არ იქნება პროვოკატორების. არჩევნების დღეს ვერავინ გაბედავს უხეშობას. მთელი რესურსი იქნება მობილიზებული. სამწუხაროდ, ის რაც ჩუმად ხდება – ოჯახებში კარტოფილების დარიგება, ამის აღკვეთა, ბუნებრივია, ჩვენ არ შეგვიძლია. ამიტომ, ხალხის სიმრავლე ნებისმიერი რაოდენობის გაყალბებას სჯობნის”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.