რომან გოცირიძე - ზაზა სარალიძის დაგეგმილმა აქციამ არ მგონია, რომ წმინდა ინდივიდუალური საპროტესტო ხასიათი მიიღოს
რომან გოცირიძე - ზაზა სარალიძის დაგეგმილმა აქციამ არ მგონია, რომ წმინდა ინდივიდუალური საპროტესტო ხასიათი მიიღოს

ზაზა სარალიძის მიერ დაგეგმილმა აქციამ არ მგონია, რომ წმინდა ინდივიდუალური საპროტესტო ხასიათი მიიღოს, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა.

„დავინახეთ, რომ პრობლემა არის პოლიტიკური. პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ხდება დანაშაულის მიჩქმალვა და ამაში მონაწილეობს ქვეყნის პოლიტიკური ვერტიკალი – სასამართლო, მთავრობა, პარლამენტი. ეს არის უკვე პოლიტიკური პროცესი და ბუნებრივია, პარტიები აქციებში მიიღებენ მონაწილეობას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

კითხვაზე, შეუერთდება თუ არა დღეს დაგეგმილ აქციას, გოცირიძემ განაცხადა, რომ უნდა გადაწყდეს, რა ფორმით მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“ აქციაში მონაწილეობას.

„გადავწყვეტთ, რა ფორმით მივიღებთ მონაწილეობას, თუმცა ყოველთვის გვერდში ვედექით საპროტესტო აქციებს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი 10 სექტემბრიდან აქციებს გეგმავენ.