რომან გოცირიძე - ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულების მხრივ არაფერს აკეთებს, სტატუსს მთელი ქვეყანა ელოდება და თუ მივიღებთ, ეს გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე მოხდება
ოპოზიცონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ისტორიული შანსის ხელიდან გაშვება დანაშაული იქნება.
გოცირიძის თქმით, ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულების მხრივ არაფერს აკეთებს და, ფაქტობრივად, ნაბიჯი წინ არ გადადგმულა.
„ის, რაც შესრულდა, ფორმალური ხასიათისაა. ალბათ შენიშვნები იქნება. წლის ბოლომდეა შანსი. თუ რეკომენდაციები არ შესრულდა, რიტორიკას მაინც შეცვლიან და შეწყვეტენ საშინელ ანტიდასავლურ განცხადებებს, რაც საქართველოს კანდიდატობას კიდევ უფრო აშორებს. კანდიდატის სტატუსის მიღებას მთელი ქვეყანა ელოდება და თუ ეს მოხდა, შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე მოხდება. ახლა მთავარია, „ქართულმა ოცნებამ“ პასუხისმგებლობა გამოიჩინოს და დასავლელი პარტნიორების ლანძღვასა და პრორუსულ განცხადებებზე პაუზა მაინც აიღოს“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.