რომან გოცირიძე - იმპიჩმენტთან დაკავშირებით პარლამენტში დებატები თუ იქნება, მასში მონაწილეობას მივიღებთ, როგორც ამბობენ, დებატებზე პრეზიდენტიც მოვა
ოპოზიციონერ დეპუტატ რომან გოცირიძის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით პარლამენტში თუ დებატები გაიმართება, ამაში მონაწილეობას მიიღებს.
რომან გოცირიძე დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი ვერ შედგება.
„ჩვენ სხდომათა დარბაზში შევალთ და თუ დებატები იქნება, რა თქმა უნდა, დებატებში მონაწილეობას მივიღებთ, რადგან ეს არ არის უბრალო საქმე. როცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის წინ პრეზიდენტს იმპიჩმენტს უცხადებ, ამით რუსეთს ეხმარები. ამიტომ, სხდომაზე ჩვენი მონაწილეობის მიზანი იქნება დებატებში მონაწილეობა. როგორც ამბობენ, პარლამენტში დებატებზე პრეზიდენტიც მოვა. თითქმის ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი ვერ შედგება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.