რომან გოცირიძე - იმ ხელისუფლებას ჰქონდა მანკიერი მხარეები, საპარს ქაფს „ჟილეტს“ ვერავინ შემოიტანდა ხალვაშის გარეშე, ის იყო ფაქტობრივად მონოპოლისტი
იმ ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ჰქონდა ძალიან ცუდი და მანკიერი მხარეები, რომ საქართველოში საპარს ქაფს „ჟილეტს“ ვერავინ შემოიტანდა ქიბარ ხალვაშის გარეშე, ის იყო ფაქტობრივად მონოპოლისტი, რომელიც სამწუხაროდ, იმ ხელისუფლებისდროინდელმა ძალიან ბევრმა ცუდმა პრაქტიკამ შექმნა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, ქიბარ ხალვაშმა საკუთარი სიკეთისა და მონოპოლიურ მდგომარეობაზე ბაზარზე მიღწევის მიზნით, ჩაიდინა თუნდაც ის, რასაც ჰქვია „რუსთავი 2“-ის წილების გადაფორმების საქმე.
„ქიბარ ხალვაში ამ პროცესში არის მთავარი გმირი და ეს უნდა ითქვას, რომ ქიბარ ხალვაში საკუთარი ანგარებით და მიზნებით მოქმედებდა და არ არის ჭანჭიკი“, – განაცხადა გოცირიძემ პარლამენტში „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებთან ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალთან შეხვედრაზე.