რომან გოცირიძე - გორის სამხედრო ჰოსპიტალში განთავსებული მანქანა ანტივაქსერი სამედიცინო პერსონალის დისტანციურად ამცრელი ლაზერული აპარატი აღმოჩნდება
გორის სამხედრო ჰოსპიტალში განთავსებული მანქანა, სინამდვილეში ანტივაქსერი სამედიცინო პერსონალის დისტანციურად ამცრელი ლაზერული აპარატი აღმოჩნდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიორგი ჩალაძემ განაცხადა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის პალატის ფანჯარასთან აყენია მანქანა, რომელიც ელექტრომაგნიტურ ტალღებს ასხივებს.
ჩალაძის თქმით, მისი გამოსხივება სულ მცირე 100 მეტრის რადიუსით სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის ყველა გარშემომყოფს.
გიორგი ჩალაძის განცხადებით, ხელისუფლება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს კლავს.