რომან გოცირიძე - ჩვენს სპორტულ კლუბებს, რომლებმაც დაგმეს „ხალხის ძალის“ კანონი, სოლიდარობა გამოუცხადეს ესპანეთის საფეხბურთო კლუბებმა, „ბარსელონამ“, „მადრიდის რეალმა“ და „ოსასუნამ“
ჩვენს სპორტულ კლუბებს, რომლებმაც დაგმეს „ხალხის ძალის“ კანონი, სოლიდარობა გამოუცხადეს ესპანეთის საფეხბურთო კლუბებმა, „ბარსელონამ“, „მადრიდის რეალმა“ და „ოსასუნამ“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროქტების განხილვა მიმდინარეობს.
„როგორც იტყვიან, გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწიაო და მოგეწიათ ეს ქვა აღმართში. ორიოდე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩვენი სპორტული კლუბების, „დინამოსა“ და სხვათა განცხადებების გამო, რომლებმაც დაგმეს ეს კანონი, ამ კლუბებს სოლიდარობა გამოუცხადეს ესპანეთის საფეხბურთო კლუბებმა, „ბარსელონამ“, „მადრიდის რეალმა“ და „ოსასუნამ“. ეს გინდოდათ თქვენ“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.