რომან გოცირიძე - არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა, ეს არასამართლიანი იქნება
არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა, ეს არასამართლიანი იქნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, ნიკა მელიამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რატომ მიიღო.
„მიიღო იმის გამო, რომ შარლ მიშელის დოკუმენტიდან გავიდნენ, ფაქტობრივად, დაადგნენ რუსეთის გზას და ევროპის რელსებს ასცდნენ, ჩააგდეს სასამართლო რეფორმა და ყველა ის შეთანხმება, რაც შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარეობდა. ეს იყო პროტესტის უკიდურესი და მათ შორის, როგორც პოლიტიკური, ასევე მორალური ნაბიჯი, მაგრამ პარლამენტმა არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა დააკმაყოფილოს.
რაც შეეხება ამ განცხადებებს, რომელსაც პარლამენტში აკეთებენ, რომ რაღაც დროს აძლევენ გამოსაწვევად, ექვსი თვის განმავლობაში არ გვიწყვეტდნენ ჩვენ უფლებამოსილებას, ათჯერ დავწერეთ განცხადება. თვალთმაქცობენ, უნდათ რაღაც იქით გადაბრალება. კი, მან დაწერა განცხადება, მაგრამ პარლამენტის უფლებაა, არ დააკმაყოფილოს და მე მოვუწოდებ, არ გააკეთოს ეს. ნიკა მელიამ არ აღიარა ამნისტია და ფაქტობრივად, იმუნიტეტის გარეშე ის ყოველთვის არის ამ უსამართლო ხელისუფლების მხრიდან რისკის ქვეშ და ნიკა მელიამ ამნისტიას არ მოაწერა ხელი. ამას უკან როგორ გამოითხოვს?“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
საქართველოს პარლამენტი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.