რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პროკურატურას ნიკა მელიას წინააღმდეგ ცრუ მოწმეები ჰყავს - კამათი გოცირიძესა და მდინარაძეს შორის [ფოტო, ვიდეო]
საქართველოს პარლამეტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. რომან გოცირიძის განცხადებით, დეპუტატ ნიკა მელიას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს.
გოცირიძის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება არის ექვსი მოწმე, რომლებიც, მისი განცხადებით, ცრუ მოწმეები არიან.
„თქვენი აქტივი, თქვენი აქტივისტები რატომ არიან ცრუ მოწმეები. მე შემიძლია, გაჩვენოთ ფოტოები. ყველაფერს დაგიდებთ, ყველა სურათი იდენტიფიცირებულია“, – მიმართა რომან გოცირიძემ მამუკა მდინარაძეს.
გოცირიძის მიმართვის საპასუხოდ მამუკა მდინარაძემ მოუწოდა მას, ეჩვენებინა კონკრეტული ფოტოები და მტკიცებულებები, რის შემდეგაც რომან გოცირიძემ მას ტელეფონში ფოტოები აჩვენა და განაცხადა, რომ ყველაფერი იძებნება სოციალურ ქსელში.
მდინარაძის განცხადებით, ეს საკითხები სასამართლოს გადასაწყვეტია, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი, პოლიტიკური დემაგოგია ალაპარაკებს.
„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ დასვა ერთადერთი კითხვები, რაც რეალური იყო. იტყვიან მერე, წლები რომ გავა, ხომ გახდებით სასაცილოები. თქვენ მელია კი არ გაინტერესებთ, პოლიტიკური დემაგოგია გაინტერესებთ. პასუხისმგებლობის აღების თავი არ გაქვთ“, – მიმართა მდინარაძემ გოცირიძეს.