რომან გოცირიძე აცხადებს, რომ 5-6 ივლისის მოვლენების გამოძიების მიზნით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ ინიციატივას მხარს უჭერენ
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მხარს უჭერენ საპარლამენტო ფრაქციის „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ ინიციატივას, რომ 5-6 ივლისის მოვლენების გამოძიებასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.
მისივე თქმით, ხელისუფლება ამ დანაშაულის გამოძიებას არ აპირებს.
„5-6 ივლისის მოვლენების გამოძიების მიზნით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს ვუჭერთ. ხელისუფლება ამ დანაშაულის გამოძიებას არ აპირებს, უფრო მეტიც, თავად არიან მონაწილეები, პროვოკატორები. ბევრი რამე იქნება დასადგენი, მათ შორის ფინანსები, საიდან მოდიოდა ფული აგრესიულად განწყობილი ადამიანების ყულაბაში, მათ მედიასაშუალებებს ვინ აფინანსებს და რატომ არ არიან დაკავებული ორგანიზატორები, რომლებსაც საერთოდ არ ეხებიან, მაგრამ როგორ შეეხებიან, როცა მათი გუნდის მეორე ძალოვანი მხარე არიან“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.