„რომამ“ „ლივერპულში“ გადასული ბრაზილიელი მეკარის ალისონის შემცვლელი იპოვა. იტალიურმა კლუბმა „კოპენჰაგენიდან“ შვედეთის ნაკრების გოლკიპერი, 28 წლის რობინ ოლსენი შეიძინა, – წერს „რომას“ ოფიციალური გვერდი.
„კოპენჰაგენმა“ რომაელებისგან 12 მილიონი ევრო მიიღო, ოლსენმა კი დედაქალაქურ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„ჩემთვის დიდი პატივია „რომაში“ გადასვლა. ეს უდიდესი ნაბიჯი იქნება ჩემს კარიერაში“, – განაცხადა ოლსენმა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე კარგი თამაშით მიიპყრო „რომას“ ყურადღება.