“რომამ” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში “ბარსელონა” სენსაციურად დაამარცხა და სტუმრად გატანილი გოლის წყალობით (1:4, 3:0) გავიდა ნახევარფინალში.
სენსაციური მეოთხედფინალი ციფრებში.
* “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან ზედიზედ მესამედ გავარდა. შარშან, მან ორი მატჩის ჯამში წააგო “იუვენტუსთან” (0:3, 0:0), 2016 წელს – “ატლეტიკოსთან” (2:1, 0:2). კატალონურმა გუნდმა ბოლოჯერ ეს ეტაპი 2015 წელს გადალახა, როცა ტურნირი მოიგო.
* “ბარსელონა” ისტორიაში პირველად გავარდა ჩემპიონთა ლიგიდან, როცა პირველი მატჩი სამი ბურთით ჰქონდა მოგებული.
* “რომა” მესამე გუნდია ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში, რომელმაც მომდევნო ეტაპზე გასვლა შეძლო პირველ მატჩში მინიმუმ სამი ბურთით წაგების შემდეგ. 2004 წელს, “დეპორტივომ” აჯობა “მილანს” (4:0 1:4-ის შემდეგ), შარშან კი “ბარსელონამ” ჩაიდინა სასწაული “პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ (6:1 0:4-ის შემდეგ).
* სამშაბათს, “ბარსელონამ” გაუშვა იმდენი გოლი, რამდენიც ჩემპიონთა ლიგის წინა ცხრა მატჩში ერთად აღებული (3 გოლი).
* ედინ ჯეკომ “ბარსელონას” კარიერაში მესამე გოლი გაუტანა. ბოსნიელს ჩემპიონთა ლიგაზე არც ერთი სხვა გუნდისთვის ამდენჯერ არ გაუტანია.
* ჯეკოს არც ერთი საჰაერო დუელი არ წაუგია – 5-დან 5.
* “რომა” ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში 34-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა. 1983-84 წლების სეზონში, იტალიურმა კლუბმა ნახევარფინალში “დანდი იუნაიტედი” დაამარცხა და ფინალამდეც მიაღწია, სადაც პენალტების სერიაში წააგო “ლივერპულთან” (2:4).
* “ბარსელონამ” ამ სეზონში პირველად წააგო ჩემპიონთა ლიგაზე. წაუგებელი სერია 2017 წლის 11 აპრილიდან იწყებოდა, როცა კატალონელები მეოთხედფინალის პირველ მატჩში 0:3 განადგურდნენ “იუვენტუსთან”.
* “რომამ” ხუთ მატჩამდე გააგრძელა თავისი “მშრალი” სერია ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩებში. იტალიურ კლუბს ამ სეზონში შინ გოლი არ გაუშვია – ჯგუფური ეტაპის სამ თამაშში, 1/8 ფინალში “შახტართან” და ახლა, 1/4 ფინალში – “ბარსელონასთან”.