რუსლან აბაშიძე საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჩორჩანაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა
რუსლან აბაშიძე საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჩორჩანაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე რუსლან აბაშიძე საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ ჩორჩანაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო.

ადგილობრივებმა იმ საფრთხეებზე ისაუბრეს, რაც ტყეში, საოკუპაციო ზოლში მოყოლილ ტერიტორიაზე გადაადგილების დროს ექმნებათ. მთავარ პრობლემად სოფლამდე მისასვლელი გზა და სასმელი წყალი დასახელდა.

ჩორჩანაში 16 ოჯახია დარჩენილი. სოფელი მაღალმთიანი დასახლების სტატუსით სარგებლობს.