ლონდონში წლის შემაჯამებელ ტურნირზე B ჯგუფში პირველი ტურის მეორე მატჩი გაიმართა. მსოფლიოს მესამე ჩოგანი როჯერ ფედერერი ავსტრიელ დომინიკ ტიმს ხვდებოდა.
ბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოვიდა, თუმცა ტიმს მცირე უპირატესობა ჰქონდა. მან მეტოქეს ბრეიკ-პოინტებისა (ხუთი ოთხის წინააღმდეგ) და ბრეიკების (3-1) რაოდენობით აჯობა.
პირველ სეტში ტიმმა სტარტზევე მოახერხა ბრეიკით დაწინაურება. ფედერერმა მეოთხე გეიმში შეასრულა უკუბრეიკი და თითქოს ჩოგბურთელები ტაი-ბრეიკისკენ წავიდნენ, მაგრამ მე-11 გეიმში ავსტრიელმა მეორე ბრეიკი აიღო და შემდეგ სეტზე ჩააწოდა.
მეორე სეტში დიდი ხანი თანაბარი ბრძოლა მიდიოდა და აქაც ტაი-ბრეიკი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ტიმმა ისევ მე-11 გეიმში აიღო გადამწყვეტი ბრეიკი და მალე მილოცვებს იღებდა.
შეგახსენებთ, რომ ამ ჯგუფის პირველ პირველ მატჩში სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა 6:2, 6:1 გაანადგურა იტალიელი მატეო ბერეტინი.
მეორე ტურში ჯოკოვიჩი ტიმს შეხვდება, ფედერერი – ბერეტინის.