ფედერერმა ნადალს გულშემატკივართა გამოკითხვაში გაუსწრო
ფედერერმა ნადალს გულშემატკივართა გამოკითხვაში გაუსწრო

პოპულარულმა პორტალმა GiveMeSport-მა გამოკითხვა ჩაატარა გულშემატკივრებს შორის – მათ უნდა აერჩიათ საუკეთესო ჩოგბურთელი როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადალს შორის.

დიდი უპირატესობით შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა გაიმარჯვა – მან რესპოდენტთა ხმების 71 პროცენტი მიიღო.

ფედერერს კარიერაში „დიდი სლემის“ 20 ტურნირი აქვს მოგებული, ნადალს – 19. ისინი ამ მაჩვენებლით პირველ და მეორე ადგილზე არიან. ჩოგბურთელები პროფესიულ ტურში 40-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და წინ ესპანელია – 24:16.