როჯერ ფედერერმა დაასახელა ადამიანი, ვინც მონდომებით მუშაობა ასწავლა
მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა განაცხადა, რომ ცნობილმა მწვრთნელმა ტონი როუჩმა ასწავლა ვარჯიშებზე ბევრი და მონდომებული მუშაობა.
„2005-07 წლებში მე მართლაც ძალიან ბევრს ვმუშაობდი ფიზიკურ ფორმაზე და ეს მიდგომა მომდევნო წლებში შევინარჩუნე. როუჩმა ერთხელ მკითხა: „შეგიძლია ზედიზედ შვიდი მატჩი ხუთ სეტში ითამაშო?“ იმ მომენტისთვის მე მსოფლიოს პირველი ჩოგანი ვიყავი. დავფიქრდი და ვუპასუხე, რომ, ალბათ შევძლებდი, მაგრამ 100 პროცენტით არ ვიყავი დარწმუნებული, რადგან არასოდეს ასეთი რამ არ მომხდარა.
ამაზე მან მიპასუხა: „ჩვენ ამაში დარწმუნებული უნდა ვიყოთ“ და მაიძულებდა მევარჯიშა ისე, რომ „დიდი სლემის“ ტურნირის მოსაგებად, მზად ვყოფილიყავი შვიდი ხუთსეტიანი მატჩის ჩასატარებლად. მას შემდეგ, ჩემი ვარჯიშები უფრო დაძაბული, რთული და მონდომებული გახდა. მე ამაში აზრი დავინახე და მას შემდეგ ასე ვმუშაობ“, – თქვა ფედერერმა.