როჯერ ფედერერმა ATP-ის სამი პრიზი მოიგო
როჯერ ფედერერმა ATP-ის სამი პრიზი მოიგო

შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა 2017 წლის სეზონის შედეგების მიხედვით, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის სამი პრიზი მოიგო.
ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა  ნომინაციაში – “წლის დაბრუნება” გაიმარჯვა. გარდა ამისა, ის კარიერაში მეცამეტედ გახდა სტეფან ედბერგის სახელობის პრიზის მფლობელი სპორტული ქცევისა და პატიოსანი თამაშისთვის. და კიდევ, როჯერ ზედიზედ 15 წელია გულშემატკივრების რჩეული ხდება.

2017 წელს, შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა შვიდი ტურნირი მოიგო, მათ შორის, “დიდი სლემის” ორი ჩემპიონატი (ავსტრალია და უიმბლდონი) და სამი “მასტერსი”. ის ამ წელს მსოფლიოს მეორე ჩოგანის რანგში დაასრულებს.

ფედერერი სეზონის დასრულებამდე წლის შემაჯამებელ ტურნირზე ითამაშებს, რომელიც 12 ნოემბერს დაიწყება.