როჯერ ფედერერი აკრედიტაციის გარეშე კორტზე არ შეუშვეს [ვიდეო]
როჯერ ფედერერი აკრედიტაციის გარეშე კორტზე არ შეუშვეს [ვიდეო]

მსოფლიოს მესამე ჩოგანმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა საკუთარ თავზე გამოსცადა მთავარი წესი – ავსტრალიის ღია პირველობაზე აკრედიტაციის გარეშე ტურნირის მთავარ ვარსკვლავსაც კი არსად შეუშვებენ.

ფედერერი სავარჯიშოდ კორტზე მოხვედრას აპირებდა, მაგრამ ის დაცვის წარმომადგენელმა შეაჩერა – როჯერი აკრედიტაციის გარეშე აპირებდა გავლას, რომელიც მის ერთ-ერთ მწვრთნელს კისერზე ჰქონდა ჩამოკიდებული.

სნობიზმის ნაცვლად, სპორტსმენმა ტოტალური ადეკვატურობა გამოავლინა – ჩუმად გადგა განზე და მწვრთნელს დაელოდა.

როჯერ ფედერერი ავსტრალიის ღიას მერვედფინალშია გასული და იქ ბერძენ სტეფანოს ციციპასს შეხვდება.