„როიტერსი“ - ამერიკელი სენატორები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას აპირებენ
საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ამერიკელი სენატორების ნაწილი გეგმავს, კენჭი უყაროს კანონს, რომლითაც რუსეთის საბანკო და ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ სანქციები გამკაცრდება.
ინიციატივის ავტორები რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი და დემოკრატი ბობ მენენდესი არიან. სენატორები მოითხოვენ, რომ რუსეთის მხრიდან აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამკაცრდეს.
პროექტის მიხედვით, სანქციები უნდა დაუწესდეს რუსული გაზისა და ნავთობის კომპანიებს, ასევე ე.წ. შავ სიაში მოხვდება რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის 24 თანამშრომელი. მათი ნაწილი შავ ზღვაში უკრაინული გემებზე თავდასხმაში მონაწილეობდა. შეზღუდვები დაუწესდება რუსულ გემთმშენებელ კომპანიებსაც.