„როიტერის“ ინფორმაციით, გასულ თვეს უინძორის ციხესიმაგრეში ორი ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა და ავტომობილები მოიპარა, ბუკინგემის სასახლეში განცხადება არ გაკეთებულა
საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, გასულ თვეს ბრიტანეთის სამეფოში, უინძორის ციხესიმაგრეში ორი ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა და ორი ავტომობილი მოიპარა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს მეფე ჩარლზი და მისი მეუღლე კამილა ადგილზე არ იმყოფებოდნენ, ხოლო პრინცი უილიამი და მისი ოჯახი, სავარაუდოდ, კოტეჯში იყვნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მოპარული სატვირთო მანქანის გამოყენებით ნიღბიანებმა ღამით უსაფრთხოების ჭიშკარი გაარღვიეს. მომხდართან დაკავშირებით ბუკინგემის სასახლიდან განცხადება არ გაკეთებულა.