„როიტერის“ ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლებამ „ფეისბუქი“ 282 ათასი დოლარით დააჯარიმა
თურქეთის ხელისუფლებამ „ფეისბუქი“ 282 ათასი დოლარით დააჯარიმა. ამის შესახებ „როიტერი“ (Reuters) იუწყება.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მიზეზი სოციალური ქსელის მხრიდან მონაცემთა ბაზის დაცვის შესახებ არსებული კანონის დარღვევაა.
თურქეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საბჭოს ინფორმაციით, აღნიშნული დარღვევა 300 ათასამდე ადამიანს შეეხო. საქმე ეხება აღნიშნული პირების პერსონალურ მონაცემებს, კერძოდ დაბადების თარიღს, ადგილმდებარეობას და პირადი ბიოგრაფიის სხვა მონაცემებს. უცნობია, ვის ხელში აღმოჩნდა აღნიშნული მონაცემები.
როგორც თურქეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საბჭოში განაცხადეს, სოციალურმა ქსელმა აღნიშნული მონაცემების გატანის თავიდან ასარიდებლად, კანონით გათვალისწინებული საჭირო ზომები არ მიიღო, რაც ადმინისტრაციული და ტექნოლოგიური ზომების მიღებას გულისხმობს.