„როიტერის“ ინფორმაციით, რუსმა მეცნიერებმა კორონავირუსის წინააღმდეგ პოტენციური ვაქცინის ცხოველებზე დატესტვა დაიწყეს
რუსმა მეცნიერებმა „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ პოტენციური ვაქცინის პროტოტების ცხოველებზე დატესტვა დაიწყეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„როიტერის“ ინფორმაციით, ცდა ციმბირში ტარდება.
ამ ეტაპზე, რუსეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 199 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა.