„როიტერის“ ინფორმაციით, პედრო სანჩესი მინისტრებს, საჯარო მოხელეებსა და კერძო სექტორის თანამშრომლებს მოუწოდებს, ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, ჰალსტუხები არ გაიკეთონ
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი მინისტრებს, საჯარო მოხელეებსა და კერძო სექტორის თანამშრომლებს მოუწოდებს, არ გაიკეთონ ჰალსტუხები ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„მსურს, ყველამ აღნიშნოთ, რომ მე არ მიკეთია ჰალსტუხი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, ყველას შეგვიძლია, დავზოგოთ ენერგეტიკული თვალსაზრისით“, – აღნიშნა პედრო სანჩესმა პრესკონფერენციაზე.
ევროპაში ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ენერგოსისტემისთვის დატვირთვას ზრდის გაძვირებული ენერგორესურსების ფონზე. როგორც სანჩესმა აღნიშნა, მისი მთავრობა მომავალ კვირას ენერგოეფექტურობის გაზრდისა და ენერგიის დაზოგვის მიზნით, საგანგებო ზომებს წარადგეს, მანამდე კი ის ჰალსტუხებზე უარის თქმის მოწოდებით გამოვიდა.
„ვთხოვე მინისტრებს, ყველა საჯარო მოხელეს, ასევე მსურს, ვთხოვო კერძო სექტორს, თუ მათ ეს უკვე არ გააკეთეს, არ ატაროთ ჰალსტუხი, თუ ეს აუცილებელი არ არის, რადგან ასე ჩვენ დავზოგავთ ენერგიას, რაც არის ასეთი მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა სანჩესმა.