„როიტერის“ ინფორმაციით, მინსკში მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
მინსკში მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„როიტერი“, თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ პოლიციამ აქციის მონაწილეების დაშლა პუშკინის მეტროსთან დაიწყო. ასევე, მინსკში მთელი დღეა შეზღუდულია ინტერნეტის მიწოდება და არ მუშაობს რამდენიმე მეტროსადგური.
დემონსტრანტები დედაქალაქის მაშტაბით რამდენიმე ადგილას არიან შეკრებილები. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია დემონსტრანტებს აკავებს.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს ჩატარდა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა. ოპოზიცია და მათი მომხრეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.